“ბატონი ემზარი არ მოითმენს ენის ტლიკინებს”-ადა მარშანია (ვიდეო)

“ბატონი ემზარი არ მოითმენს ენის ტლიკინებს”-“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის ადა მარშანიას ეს განცხადება “სირცხვილიას” წევრების შეკითხვას მოჰყვა. ნოდარ რუხაძემ შეკითხვები 20 ივნისის თემაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასვა. 

რუხაძის ერთ-ერთი შეკითხვის ადრესატი “პატრიოტთა ალიანსი” იყო. “სირცხვილიას” ორგანიზატორმა პარლამენტთან მომხდარი ის ინციდენტი გაიხსენა, რა დროსაც ემზარ კვიციანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციის რამდენიმე მონაწილეს და ორგანიზატორს.

“როგორ ფიქრობთ, ემზარ კვიციანმა იმ დღეს დაარღვია თუ არა ადამიანის უფლებები ზოგადად, შელახა თუ არა ის მანდატი რაც აქვს მას, როგორც პარლამენტის წევრს, მიაყენა თუ არა შეურაცხყოფა ამ შენობას, ასევე ქალბატონი ადა არის ეთიკის კომისიის წევრი და თვითონ როგორ შეაფასა ეს ძალადობრივი ქმედება საკუთარი თანაპარტიელის?”-განაცხადა რუხაძემ.

რუხაძის შეკითხვებს, ადა მარშანიას სიტყვით გამოსვლა მოჰყვა, რომელიც ემზარ კვიციანის ბიოგრაფიას შეეხო.

“ბატონი ემზარი არის მეომარი კაცი, ვაჟკაცი კაცი, ამიტომ ბატონი ემზარი არ მოითმენს ენის ტლიკინებს და რაღაც გამოხტომებს”-განაცხადა ადა მარშანიამ.