,,სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება”,- აცხადებს მერიის პრესსამსახური.
მათი თქმით, ბატუტის ვიზუალური მხარე მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ,,გუშინ წარმოდგენილი ატრაქციონის (სასრიალო ბატუტი) ვიზუალური მხარე არ იყო წინასწარ შეთანხმებული მერიასთან, განცხადებაში აღწერილი იყო მხოლოდ ფუნქციური შინაარსი. სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება.აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება გაცილებით ფუნქციური შინაარსისა და შესაბამისი ვიზუალის მქონე ატრაქციონი პატარებისთვის”, – აცხადებს თბილისის მერია.
ბატუტი სპეციალურმა სამსახურებმა ცოტა ხნის წინ დაკეცეს და რუსთაველიდან გაიტანეს.
31 დეკემბრის ღამეს მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის წინ კარვები დაშალა და მის ადგილზე საბავშვო ატრაქციონები დადგა. მათ შორის, ბატუტი, რომელიც დღეს დილით ჩაიფუშა.