გაერთიანებული ოპოზიციისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდრი ნიკა მელია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვას, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
“ორი წლის განმავლობაში მთავარი ეჭვმიტანილი, ბატონი გოგაშვილი, რომლისგანაც წესით და რიგით უამრავი ინფორმაცია უნდა მიეღო გამნოძიებას ამ დრომდე არ დაკითხულა.”ქართული ოცნების” ფარგლებში წინასაარჩევნოდ უამრავი დაჯგუფებაა , უამრავი ინტერესი და გავლენა ახვევიათ თავს. ახლა ვინ ვის მოშორებას ცდილობს, ვინ ვის ჩაძირვას ცდილობს, ვინ ვისზე ცდილობს ხელის შეწმენდას ამას მკაფიოდ უახლოეს პერიოდში დავინახავთ.ფაქტი ჯიუტია, ბავშვი დახვრიტეს ლოგინში. ეს არის სასტიკი მკვლელობა, რომელზეც პასუხს აგებს ყველა, ვინცკი მიიღო მონაწილეობა ამ დანაშაულში”- განაცხადა ნიკა მელიამ.
გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე მაჩალიკაშვილის საქმის ფარგლებში დაიკითხნენ.