“ბავშვს რომ შევხედე თეთრად ჰქონდა ამოსული დუჟი პირიდან “- მოკლული 7 თვის ჩვილის მამა

16 წლის გოგონამ 7 თვის შვილი გაგუდა და მიიმალა. გარდაცვლილი ჩვილი მამამ საწოლში იპოვნა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და წავიდა.7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას, მ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოკლული ჩვილის მამა მიხეილ დვალიშვილი საზარელი ღამის დეტალებს იხსენებს.  დვალიშვილი ჰყვება რომ მას და მის მეუღლეს კონფლიქტი ხშირად მოსდიოდათ. მიზეზი კი სმს-ს შეტყობინებები იყო, რომელსაც მიხეილ დვალიშვილის მეუღლე უცნობებს სწერდა.ტრაგედიის ღამეს მიხეილ დვალიშვილის თქმით მას გაეღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი მეუღლე სახლიდან წასული იყო. ბავშვი კი გარდაცვლილი დახვდა.

„ცუდი ამინდიც იყო გარეთ და შემოვედი სახლში, რომ ჩავიცვამ მეთქი თბილად და წავედი და მოვძებნი მეთქი სადმე. ბავშვს კიდევ დავხედე, ბავშვი აქ იყო, არ ვანთებდი სინათლეს, რომ არ გავაღვიძო მეთქი, მეუღლე მოვძებნო თუ ბავშვს მივხედო მეთქი. ამ შეშინებულზე კი ავანთე შუქი და შემოვედი. ქურთუკი, რომ ავიღე რომ მომეცვა. გადმოვხედე ბავშვს რომ თეთრად ჰქონდა, დუჟი ჰქონდა ამოსული და ვიფიქრე, რომ საჭმელი გაქვს მეთქი ამოღებული მოვწმინდავმეთქი ამ ბავშვს ამ დუჟს. რომ მივედი ადიელა გადავხადე და გარდაცვლილი იყო უკვე ბავშვი. – ,“-განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის მამამ. 

ოჯახის ნათესავები მეუღლეებს შორის კონფლიქტზე  საუბრობენ.  დვალიშვილის მამიდა ამბობს, რომ გოგონას მეუღლე ხშირად სთხოვდა ენახებინა მიმოწერა, რომელზეც ის უარს აცხადებდა.

„ჯოჯოხეთი გამოგვატარა ამ გოგომ. არ გვინდოდა ოჯახს და ბევრჯერ წინააღმდეგიც ვიყავი მაგ გოგოსი. მერე მემუქრებოდა მიშოს დავაჭერინებ თქვენ თუ მე სახლიდან გამაგდებთო. კამათი მოსდიოდათ ცოლს და ქმარს სულ სმს-ების გამო. რომ მოსთხოვდა ქმარი სმს-ს ვის სწერ, შლიდა. მეგობარს აბრალებდა. მაგრამ ეს სთხოვდა მაჩვენე აბა ის მეგობარი ვინ არის. სულ ეჭვის ქვეშ იყო ეს ბავშვი მაგრამ ამას დედამისი აჩუმებდა. მიშო არაფერი უთხრა, მიიწეროს, ვის მიწერს, ისეთი რა და გააკეთოს. ვერ დაიჯერებდა დედამთილი იმას, რომ ეს გოგო ბიჭებს სწერდა სმს-ებს,“-განაცხადა მიხეილ დვალიშვილის მამიდამ ნონა დვალიშვილმა.