ბავშვთა ანსამბლი “გორდა” ისრაელში არ შეუშვეს

ისრაელში, ბავშვთა ანსამბლი “გორდა” საზღვარზე არ შეუშვეს. 15 ადამიანი სადეპორტაციო განყოფილებაშია გადაყვანილი, მათ შორის 4 ბავშვი.

ახლობლების ინფორმაციით, ისინი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ანსამბლი გორდა ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად და ერთ-ერთ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. როგორც ცნობილია, მათ მოწვევა და შესაბამისი დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ. უცნობია, რა მიზეზით უთხრეს უარი მესაზღვრეებმა ანსამბლის წევრებს და როდის მოხდება მათი გამომგზავრება საქართველოში.