,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს პარტიაში გაწევრიანების საკითხზე ენმ-სთვის არ მიუმართავს.
„ჩემთვის არ მოუმართავს ჯერ და არ უთქვამს თავის გეგმებზე არაფერი და როგორ გიპასუხოთ?“,- ამბობს ვაშაძე.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ვანო მერაბიშვილი მიმართავს „ნაციონალურ მოძრაობას“, მიიღებენ თუ არა მას პარტიაში, გრიგოლ ვაშაძე პასუხობს:
„იცით რა, ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა, ამიტომ ნუ მესაუბრებით იმაზე, რაც რეალობაში არ ხდება… როცა რეალობა იქნება, მერე მომეცით შეკითხვა. ჩემთან არანაირი კონტაქტი, არავითარი ზარი, თხოვნა, ან აზრის გაზიარება და გეგმის დასახვა არ ყოფილა.”
ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო 20 თებერვალს დატოვა. გათავისუფლების შემდეგ მან თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართავს აპირებს, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება.