შეხვედრიდან გამოსული ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს “რუსთავი2-ის” 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა მათ უარი განაცხადეს.
“მე შევთავაზე რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40% “რუსთავი2-ის”, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, მაგრამ არც ის არის რომ ხვალ საუბარი არ გაგრძელდეს, თვითონაც წინადადება მითხრეს, რაც საფიქრალია ჩემი მხრიდან” -განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
მიუხედავად იმისა რომ პირველ შეხვედრაზე ხალვაშსა და “რუსთავი2-ის” დამფუძნებლებს შორის შეთანხმება არ შედგა, ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მაინც კმაყოფილია.