გამოქვეყნდა “ბედნიერების მსოფლიო ინდექსის“(World Happiness Report) –ის ახალი ანგარიში. სიაში 156 ქვეყანა შედის. მათ შორის საქართველო 119–ე ადგილზეა. სოციოლოგები ბედნიერების ინდექსს 2012 წლიდან ითვლიან ქვეყნებში კეთილდღეობის დონის და ცხოვრების ხარისხით მოქალაქეების კმაყოფილების გათვალისწინებით. გასული წლიდან კი ახალი მიგრანტების (რეპატრიანტების), აზრის გათვალისწინებაც დაიწყეს.
უკვე მეორე წელია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ფინეთი ითვლება. რეიტინგის პირველ ათეულში შედიან ასევე დანია, ნორვეგია, ისლანდია, ნიდერლანდები, შვეიცარია, შვედეთი, ახალი ზელანდია, კანადა და ავსტრია.
ავსტრალია რეიტინგის 12–ე ადგილზე დაეშვა აშშ კი 19–ე ადგილზეა.
ისრაელი რეიტინგის 13–ე ადგილს იკავებს და აშშ–ს გარდა ისეთ მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიც არიან ლუქსემბურგი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, გერმანია, ბელგია, ჩეხეთი. წინა ინდექსების მსგავსად, ბოლო კვლევის მიხედვითაც ისრაელი კვლავ აღიარებულია აზიისა და კერძოდ, ახლო აღმოსავლვეთის ყველაზე ბედნიერ ქვეყნად. ამ რეგიონის ქვეყნებიდან ისრაელთან ყველაზე ახლოს არიან 21 ადგილზე არაბეთის გაერთიანებული საემიროები, 28 ადგილზე კი საუდის არაბეთი.
ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ყველაზე ბედნიერი უზბეკეთია – რეიტინგის 41–ე ადგილი. ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კმაყოფილები არიან ცხოვრების დონით და ხარისხით. შემდეგ კი საბჭოთა რესპუბლიკებს შორის მოდიან:
ლიტვა – 42, ლატვია – 53, ესტონეთი – 55,ყაზახეთი – 60,რუსეთი – 68 , მოლდოვა – 71, ტაჯიკეთი –74 , ბელორუსი – 81, ყირგიზეთი – 86, თურქმენეთი –87, აზერბაიჯანი – 90, სომხეთი – 116, საქართველო – 119. ჩვენზე უბედურად საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან თავს მხოლოდ უკრაინელები გრძნობენ. ისინი სიის 133–ე ადგილზე არიან.
მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყნები კი არიან: სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ავღანეთი.
მსოფლიო ბედნიერების რეიტინგი სხვადასხვა ქვეყნებში კვლევის და გამოკითხვების შედეგად შედგა.
რაზე ფოკუსირდება მსოფლიო ბედნიერების ანგარიში 2019
• კავშირი ხელისუფლებასა და ბედნიერებას შორის. ემპირიულად განიხილება კავშირი სახელმწიფო მმართველობის ხარისხისა და ბედნიერების საშუალო ერვოვნულ მაჩვენებელს შორის. ასევე განიხილება, როგორ მოქმედებს მოქალაქეების ბედნიერება პოლიტიკურ პროცესში მათ მონაწილეობაზე.
• გულუხვობა და სარგებლიანობა სხვა ადამიანებისთვის და მთლიანად, საზგადოებისთვის, რასაც შეუძლია ისეთი გარემოს და საზოგადოების შექმნა, სადაც ბედნიერად ცხოვრებაა შესაძლებელი.
• ცვლილებები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. როგორ მოქმედებს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ბედნიერების შეგრძნებაზე.
ბედნიერების ინდექსი შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით გამოითვლება:
1. მშპ ერთ სულ მოსახლეზე შიდა ფასების გათვალისწინებით .
2. ჯანმრთელი ცხოვრების სავარაუდო ხანგრძლივობა.
3. სოციალური მხარდაჭერა , ანუ როგორია პასუხი დასმულ კითხვაზე: “პრობლემა რომ შეგექმნათ, გაქვთ თუ არა ნათესავების ან მეგობრების დახმარების იმედი აუცილებლობის შემთხვევაში.“
4. ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება . ანუ პასუხი კითხვაზე:კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანის თავისუფლების ხარისხით საკუთარი ცხოვრების განკარგვისას?
5. გულუხვობა , ანუ პასუხი კითხვაზე: დაგიხარჯავთ თუ არა ფული ქველმოქმედებაზე წინა თვეს?
6. კორუფციის აღქმა – არის თუ არა გავრცელებული კორუფცია მთავრობაში.
ამ კითხვების გარდა შედეგებზე გავლენა მოახდინე ბედნიერების თუ უბედურების სუბიექტურმა აღქმამ, მაგალითად გათვალისწინებულ იქნა პასუხები კითხვებზე წინა დღის შესახებ: იცინეთ? გქონდათ ბედნიერების შეგრძნება? შფოთვას გრძნობდით? მრისხანებას?