ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ის ტოვებს როგორც პარტია “ქართულ ოცნებასაც”, ასევე ფრაქციასაც და სავარაუდოდ, დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძობს საქმიანობას.
დეპუტატმა კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტს, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.
“მე დავტოვე უმრავლესობა, პარტია, ფრაქცია და ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას,” ალიანსში არავისთან შევდივარ, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას, თუ იქნება საკითხები რომელსაც მხარს ვუჭერ და ვეთანხმები, ექნება ჩემგან მხარდაჭერა. და თუ მე დამჭირდება რომელიმე საკითხზე მხარდაჭერა… აქ არ იქნება გარჩევა, ვინ რომელი პარტიის ან ფრაქციის წარმომადგენელია” – განაცხადა ნაცვლიშვილმა
105 დეპუტატიდან ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი 42-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დეპუტატი იყო.