ბექჰემი, მათეუსი, სერ ალექს ფერგიუსონი და სხვები – ბაიერნის ლეგენდები იუნაიტედის ლეგენდებს დაუპირისპირდნენ

ოლდ ტრაფორდზე ლეგენდების დაბრუნება შედგა. მათ 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალის 20 წლის თავის აღსანიშნავად საქველმოქმედო მატჩი გამართეს და ინგლისელებმა დიდი ანგარიშით 5:0 იმარჯვეს.

თუმცა ამ მატჩის შედეგს, რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ოლდ ტრაფორდზე მაყურებლებმა ისეთი ლეგენდები იხილეს როგორებიც არიან: დევიდ ბექჰემი, ლოთარ მათეუსი, ზე რობერტო, როი მაკაი, პოლ სქოულზი და ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი.77 წლის სერ ალექსი 2013 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა ოლდ ტრაფორდის სტადიონზე.

გთავაზობთ სრულ შემადგენლობებს :

მანჩესტერ იუნაიტედი: მანჩესტერ იუნაიტედი: შმეიხელი – გარი ნევილი, სტამი, იონსენი, ირვინი – ბექჰემი, ბატი, სქოულზი, ბლომქვისტი – კოული, იორკი.

მიუნხენის ბაიერნი: ბუტი – ვიტეჩეკი, დემიჩელისი, მათეუსი, ოტლი – ზე რობერტო, ეფენბერგი – პაულო სერჟიო, ოლიჩი, მაკაი, ელბერი.