ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში მიემგზავრება

ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში მიემგზავრება. ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ბრაზილია მომდევნო კვირაში პირველად მოვდივარ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას. გთხოვთ, მირჩიეთ თუ რამე რეკომენდაცია გაქვთ ჩემი მოგზაურობისთვის“, – წერს ბერა ივანიშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, ბრაზილიურმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ „იესეიმ“ (ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) ცოტა ხნის წინ, ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალ ელჩად დაასახელა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ბერა ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც ის  ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.