ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია “იესეი”(ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) ავრცელებს. ორგანიზაცია საკუთარ ვებ გვერდზე წერს, რომ 24 წლის მომღერალი და მუსიკოსი, რომელსაც youtube-ზე 110 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობის ხმას ევროპამდე მიიტანს და ორგანიზაციის გარემოსადცვით მუშაობას გააძლიერებს.
ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ ბერაზე დიდი გავლენა მოახდინა 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილმა ხანძარმა და სწორედ ამან უბიძგა მომღერალს, რომ ბრაზილიური ორგანიზაციის პარტნიორი გამხდარიყო.
„იესეი“ წერს, რომ აღნიშნული პარტნიორობა ბერას მხრიდან შემოწირულობას ითვალისწინებს, რასაც ამაზონის ტყისა და იქ მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობის რესურსების გასაძლიერებლად გამოიყენებენ.
ცნობისთვის, ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გუშინ გაავრცელა, სადაც ამაზონის ჯუნგლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ისიც დააანონსა, რომ საკუთარი დანაზოგიდან ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.