ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერა ივანიშვილმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო. ფოტოზე წყვილს ხელში პატარა ბავშვის წინდები უჭირავს. ბერა ივანიშვილი წერს, რომ ისინი ბავშვს ელოდებიან. „ჩვენი პატარა ანგელოზი გზაშია“ – წერს ბერა.
ბერა ივანიშვილმა და მოდელმა ნანუკა გუდავაძემ გასული წლის 11 ნოემბერს იქორწინეს.