ბერა ივანიშვილი “ინსტაგრამზე” დედასთან ეკატერინე ხვედელიძესთან და მეუღლე, ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მანდილოსნებს 8 მარტს ულოცავს. “ქალი, რომელმაც მომავლინა ამ სამყაროში და ქალი, რომელმაც ეს სამყარო უკეთესი გახადა… მთელი გულით გილოცავთ ქალთა დღეს!” – წერს მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი “ინსტაგრამის” გვერდზე . აღსანიშნავია რომ, ბერამ და ნანუკამ ოფიციალური ქორწინება რამდენიმე დღის წინ გააფორმეს. წყვილმა 5 მარტს მოაწერა ხელი.
ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის გახმაურებული ქორწილი და ჯვრისწერა ნოემბერში შედგა, ხელმოწერის ცერემონია კი ახლახანს გაიმართა და იგი წყვილმა ვიწრო წრეში აღნიშნა. ბერამ და ნანუკამ “ინსტაგრამის” პირად გვერდებზე ხელმოწერის ცერემონიის ფოტოებიც გაავრცელეს. ფოტოებზე ბერა ივანიშვილი კლასიკურ კოსტუმშია გამოწყობილი, ნანუკა გუდავაძეს კი, ულამაზესი ვარდისფერი კაბა აცვია. ფოტოები, ივანიშვილების რეზიდენციის ეზოშია გადაღებული
















