კობა დავითაშვილი, რომელმაც გუშინ, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ მმართველი პარტიის ლიდერის, ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის კადრიც მას უკვე ნანახი აქვს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსი რეპერს ურჩევს, ამ კლიპის გასაჯაროებისგან თავი შეიკავოს.
“ბატონ ბიძინას, მის ოჯახს, ბერას, დიდ პატივს ვცემ – როდესაც მან იმღერა “ლეგალაიზი” და შემდეგ ვიხილეთ, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, მთავრობის კანონპროექტი – ეს იყო წყება, რამაც “ქართული ოცნება” პირველ ტურში, მარცხამდე მიიყვანა. მე ველი მორიგ კლიპს, რომლის კადრსაც მოვკარი თვალი, შინაარსში არ შევალ. ძვირფასო ბერა, შენ არ ხარ ჩვეულებრივი მომღერალი, შენ თუ ახლა იმ კლიპს გამოუშვებ და ამას მოყვება საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება, ამას მოყვება რევოლუცია – ძალიან გთხოვ, გაუფრთხილდი მამას და ქვეყანას. შენ შემოქმედებას ნუ გადაგვაყოლებ”,თქვა დავითშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა ბარიერში სტუმრობისას.
რა კლიპზეა საუბარი, პოლიტიკოსმა, რომელიც მთაწმინდის რაიონში კენჭისყრას აპირებს, დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რეპერ ბენა ივანიშვილის კლიპი 2018 წლის მაისში აიტვირთა “იუთუბზე”. სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბერა მარიხუანას ლეგალიზებას უჭერდა მხარს.