“ბერასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა საზოგადოებაში არსებულ მაღალ სოციალურ რისკებს ასახავს” – ხუხაშვილი

 

ბერა ივანიშვილის მიერ, ამაზონის ტყის გადარჩენის სამუშაოებში გადარიცხული თანხის გამო, არსებულ კრიტიკას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ბერასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა: 1. ასახავს არა მის მიმართ, არამედ მამამისის, ანუ ხელისუფლის მიმართ დამოკიდებულებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. 2. ასახავს საზოგადოებაში არსებულ მაღალ სოციალურ რისკებს, რაც აგრესიაშია გადასული.

3. განსაკუთრებით ტრაგი-კომიკულია ე.წ. ოფინიონ-მეიქერების შეფასებები ამ განწყობასთან დაკავშირებით, რაც არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ მათ ჰგონიათ – თავისი ფსევდო-მორალიზმით მიწიერ ან ზეციურ ღმერთებთან ქულებს იწერენ

ბერას, როგორც კერძო პირს, სრული უფლება აქვს ისე მოიქცეს, როგორც მიაჩნია საჭიროდ. ასევე აქვს ყველას უფლება, ჰქონდეს ამაზე საკუთარი აზრი”, – წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.