ბერლინში უსახლკაროებს ღამის კლუბები შეიფარებენ

 

{{ARTICLEIMAGE}}
ბერლინის საკლუბო სცენის წაარმომადგენლები უერთდებიან უსახლკაროთა დახმარების პროგრამას სახელწოდებით , Berliner Kältehilfe, რომელიც ცივ და სუსხიან ზამთარში ადამიანებს საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას  Electronic Beats-ი ავრცელებს. ორი კლუბი უკვე მზად არის რომ კვირაში ორჯერ საცეკვაო მოედნები თავშესაფრად აქციონ. ღამის კლუბები Astra Kulturhaus და Bi Nuu  რომლებიც გერმანიის დედაქალაქში მდებარეობს უსახლკაროთა დახმარების პროგრამას იანვარსა და თებერვალში აამოქმედებენ.  ისინი მზად არიან თავიანთი საკლუბო სივრცით უსახლკაროები უზრუნველყონ თბილი თავშესაფრით. ყოველი  კვირის ორშაბათსა და სამშაბათს ორივე კლუბი რამდენიმე ათეულ ადამიანს შეიფარებს. ამ ინიციატივის  განსახორციელებლად მათი განრიგი შეიცვლება  და მუსიკალური ღონისძიებების ნაწილი საერთოდ მოიხსნება განრიგიდან. ფრიდრიხსჰაინ-კროიცბერგის მმართველი ორგანოს პრესსამსახურში მოხარული არიან, რომ კლუბებმა პროცესში ჩართვა და სოციალური პასუხისმგებლობის აღება გადაწყვიტეს.

“მოხარული ვიქნებით ყოველი შემდგომი შემოთავაზებით, რაც გაზრდის ცივი ზამთრის დროს თავშესაფრების რიცხვს”, – აცხადებენ უწყებაში.