ბესელია მისი გადაწყვეტილების ირგვლივ ივანიშვილის პოზიციაზე მიანიშნებს (ვიდეო)

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს“ – განაცხადა ეკა ბესელიამ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ბესელიას თქმითმ, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ “საზოგადოებას მიეცეს საშუალება, იხილოს გამჭვირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეებად მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და შერჩევაში”.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა იმუშაონ პროცედურების სრული დაცვით, რაც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანს და სწორს.

“სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიაში არიან არამხოლოდ მისი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები, არამედ ადამიანები, რომლებიც მოსამართლეები იყვნენ მისი თანამებროძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე.

“ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ისეთი მოსამართლეები, ისეთი მაღალი კვალიფიკაციის და რეპუტაციის იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს“.

მიზეზებზე საუბრის ბოლოს კი ბესელიამ “სპეკულაციების გამოსარიცხად” “ქართული ოცნების” ლიდერზე ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა.

ამავე თემაზე: ბესელია:რატომ იგეგმებოდა ჩემი გადადგომა ადრე, აქამდეც მივალ და მერე უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ

ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი

“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)

პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა


გასაუბრება სკანდალის ფონზე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებს ელოდებიან

ომბუდსმენი პარლამენტს მოსამართლეების განხილვის პროცესის შეჩერებას სთხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბრალდებებს პასუხობს

პენალტი “ქართული ოცნების” კარში:უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურები ცნობილია