ბესელია ბრიჯიტ ბრინკის ირგვლივ არსებულ საკითხს სერიოზულად არ განიხილავს

{{ARTICLEIMAGE}}

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ელჩის შესაძლო დაბლოკვის შესახებ ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასერიოზული უწოდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს საკითხი სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. 

“ასეთი არასერიოზული ბრალდება სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. ასე არ ხდება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ვინ იქნება წარგზავნილი დიპლომატიურ პოზიციაზე ასე იბლოკებოდეს, ეს არასერიოზულია”, უთხრა ჟურნალისტებს ბესელიამ. 

10 დეკემბერს, ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy-მ გამოაქვეყნა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მომზადებული სტატია, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა ბლოკავს აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევს.