{{ARTICLEIMAGE}}
იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდებს, რომ ერთმანეთისგან განასხვავონ გუნდურობა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეკა ბესელიას შეფასებით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხი კარს მიღმა არ უნდა წყდებოდეს.
“ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს მისი სახელით და რატომ. განვასხვავოთ ერთმანეთისგან რა არის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთმანეთს ვუთხრათ ხმადაბლა და რა არის საკითხები, რომლებიც კარს მიღმა, საზოგადოებასთან ერთად უნდა წყდებოდეს”, განაცხადა ბესელიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.














