ბესელიამ ფარული ჩანაწერების საქმეზე გახარიას შეკითხვით მიმართა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მინისტრ გახარიას  პარლამენტის სხდომაზე შეკითხვით მიმართა.

“ამ დარბაზში ორმა ადამიანმა დასვა კითხვა პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფაზე. ერთი არის იმ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელთა დროსაც ეს უკანონო ჩანაწერი განხორციელდა, მეორე კითხვის ავტორი კი იმ ხელისუფლების წარმომადგენელია, რომლის დროსაც ეს უკანონო ჩანაწერი რამდენჯერმე გავრცელდა. ორივეს პასუხისმგებლობას ვხედავ ამ პროცესში.

რადგან ორივემ დასვა ეს კითხვა, აქ მე ვამატებ მესამეს, ამ სამი თვის თავზე გამოძიებას პასუხი არ აქვს მთავარ კითხვაზე – ვინ დაგეგმა და რა მიზნით. რაღაცეები შეიძლება იყოს სახელდებული.. ჩვენი მოქალაქეები მათი პირადი და ოჯახური საიდუმლოს კუთხით, დაცულები არიან თუ არა? “- მიმართა ბესელიამ შს მიმისტრს.