უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ. ბესელიას სკანდალური განცხადება

მთავარი არხის ეთერში უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრისას დეპუტატმა თქვა, რომ ხელისუფლება დღემდე აშანტაჟებს ადამიანებს ფარული კადრებით , მათ შორის უმრავლესობის წევრებს.

“პირველი ეს ჩანაწერი უკანონო ჩანაწერი რაც გავრცელდა ნამდვილად არის ჩაწერილი წიპნა ხელისუფლების დროს. თუმცა ეს არის მონტაჟი ახლა რაც გავრცელდა. წინა ხელისუფლების დროს ამის გავრცელება ვერავინ ვერ გაბედა. მე ვიცოდი რომ ეს ჩანაწერი არსებობდა. არც მაშინ არ შემშინებია და არც დღეს. კიდევ რის გამოც გადავწყვიტე რომ ამ ღია ბრძოლაში შევსულიყავი, ვიცი რომ არის რამდენიმე ადამიანი ვისაც ამით აშანტაჟებენ დღეს. და რაღაცნაირად მინდა მაგალითი მივცე.“–თქვა ბესელიამ. ის არ აკონკრეტებს, ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა ამბობს, რომ მათ შორის უმრავლესობის წევრებიც არიან

“მე ვიცი რამდენიმე ასეთი ადამიანი, თვითონ უთქვამთ.მე ვიცი რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. მე მინდა რომ ეს მოჯადოებული წრე გაირღვეს. “–აცხადებს დეპუტატი.

კითხვაზე, ეს ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს არის გაკეთებული თუ ამჟამინდელის, ბესელია პასუხობს რომ არ იცის, თუმცა ამბობს, რომ სწორედ ფარული ჩანაწერებით შანტაჟი იყო რამდენიმე ადამიანისთვის უმრავლესობიდან შემაკავებელი ფაქტორი და ეს ზუსტად იცის. კითხვის პასუხად ბესელია ამბობს, რომ დაშანტაჟებულებს შორის არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც არიან.