{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას გედევან ფოფხაძე დაიკავებს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პირველი მოადგილის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, გედევან ფოფხაძის, რუსლან პოღოსიანის და ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურები წარადგინა.
პირველსავე ტურში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევას 17 წევრიანი კომიტეტის ხმათა უმრავლესობა სჭირდებოდა, თუმცა ფოფხაძემ მხოლოდ 6 ხმა მიიღო, გოგიჩაიშვილმა 5 და პოღოსიანმა – 1. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ჩატარდა მეორე ტური, რომელშიც გედევან ფოფხაძემ 7 ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა კი – 2. შესაბამისად, კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია.
ამავე თემაზე:
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)