“ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე მამუკა ხაზარაძე ამ ბოლო დროს” – გახარია

“ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე მამუკა ხაზარაძე ამ ბოლო დროს”-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს სავარაუდო მუქარის წერილთან დაკავშირებით.

“საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი.ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს. ანაკლია, როგორც პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს” – აღნიშნა გახარიამ.