ბიბილოვი: საქართველოს არ შეუძლია, იმეგობროს რუსეთთან, რომელმაც თავის დროზე იხსნა თურქეთისა და სპარსეთისგან

{{ARTICLEIMAGE}}
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, “სამხრეთ ოსეთს” საქართველოს მილიტარიზაცია აშფოთებს, თუმცა ამასთან ერთად ნაბიჯებს დგამს რუსეთთან უსაფრთხოების ერთიანი კონტურის შესაქმნელად, განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის აზრით, საქართველოს პოლიტიკა ლოგიკური არ არის: “ჩვენ არ ვიცით, კიდევ რა მოუვა თავში მორიგ სააკაშვილს. საქართველოს პოლიტიკაში რომ ლოგიკა არ არის, ადასტურებს ის, რომ საქართველოს არ შეუძლია იმეგობროს რუსეთთან, რომელმაც თავის დროზე იხსნა თურქეთისა და სპარსეთისგან და სახელმწიფოებრიობა მოიპოვა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში”.

“ერთ მხარეზე თავდასხმა ნიშნავს მეორეზე თავდასხმასაც, ამიტომ “საქართველოში არცერთ ქორს არ ეყოფა გამბედაობა, ხელყოს “სამხრეთ ოსეთის” სახელმწიფო საზღვრები.”