“ბიძინა არის მონურ მორჩილებაში პუტინთან “-ნიკა მელია

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირაგადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა პატიმრობა შეეფარდოს კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს.იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა. ნიკა მელიას პირველი კომენტარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 

„ბიძინა ივანიშვილი არის მონურ მორჩილებაში პუტინთან იმიტომ, რომ მას თავის მხრივ ჰყავდეს სხვები მონურ მორჩილებაში, ხედავთ ივანიშვილი მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები რას აკეთებენ, მათ შორის პარლამენტში,“ – აღნიშნა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, რუსი დეპუტატი გავრილოვი ქართველი დეპუტატების დასჯას ითხოვს, ივანიშვილი კი პუტინის დავალებებს ასრულებს.

„ამ წუთამდე რომ აქ ვარ და აქამდე ხელბორკილები რომ არ დამადეს, ესეც გასაკვირია. ახლა ყველაზე ცოდო და რთულ მდგომარეობაში ვინც არის, ბიძინა ივანიშვილი არა იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდა, არამედ იმიტომ, რომ პუტინი სხვა გზას არ უტოვებს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.