ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილი იმ დროის ნოსტალგიას განიცდის, როცა ის ქველმოქმედად მიაჩნდათ.
„მთლიანობაში ბიძინას ინტერვიუზე ალბათ ხვალ დიანასთან ერთად ვისაუბრებთ გადაცემაში. ახლა კი მხოლოდ ერთ ფსიქოლოგიურ დაკვირვებას დავაანონსებ – ბიძინა განიცდის მწვავე ნოსტალგიას იმ დროზე, როდესაც ის ქველმოქმედად მიაჩნდათ და ყველას უყვარდა. ამიტომ ცდილობს, ყველაფერი რასაც დღეს აკეთებს, პოლიტიკიდან დაწყებული და ბიზნესით დამთავრებული, ქველმოქმედების რანგში გადაიყვანოს და ისევ ყველას შეუყვარდეს“-წერს გია ხუხაშვილი.