უმრავლესობის დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა. გეგიძე სუს-ში დღეს, 11:00 საათზე იყო დაბარებული. მიზეზის დასახელებას ის ს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე აპირებს
სახელმწიფო უსუაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გეგიძე მოწმის სახით არის დაბარებული 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
“ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11 საათზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება,”-აცხადებენ სუს-ში.
ბიძინა გეგიძე 2014 – 2016 წლებში „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.