“ბიძინა ივანიშვილი ბოლოს ვნახე, დაახლოებით, ორი კვირის წინ” – სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილს ბოლოს, დაახლოებით, ორი კვირის წინ შეხვდა,- ამის შესახებ სოსო გოგაშვილმა კურიერთან ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორი ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო.

გოგაშვილის განცხადებით, ივანიშვილი  გასცემს პარტიაში დავალებებს, რომელსაც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები ასრულებენ.

„პარტიის თავმჯდომარე ყველას თავის დავალებას აძლევს და ისინი დავალებებს ასრულებენ. მე არ მაქვს ისეთი პირდაპირი დაქვემდებარება, რომ უშუალოდ პირდაპირი დავალება მივიღო. ბოლოს ვნახე, დაახლოებით, ორი კვირის წინ,“ – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.