„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილმა და კლოუნების სამარცხვინო გუნდმა საზოგადოება რადიკალურ გზაზე დააყენა.
“ჯერჯერობით აგონიის სპირალში არიან, სრული ბოდვა გვესმის და დამატებითი შეურცხყოფაა საზოგადოების, ვინც ჩვენ მოგვწონს, იმათ არ დავუყენებთ მაჟორიტარებსო. ანუ, ოქრიაშვილს არ დაუყენებენ მაჟორიტარს. ქართველი ხალხის სახელით, დიდი მადლობა ამ დიდი კომპრომისისთვის. ვინ ჭამს მაგას. სანამ ასე არიან, პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდება და ამ სამარცხვინო ლიდერის, კლოუნების გუნდი ჩამოიქცევა პოლიტიკურად, გონს თუ არ მოეგებიან და არ გადადგამენ ნაბიჯს. ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია, გერმანულ პრინციპზე დამყარებული მოდელი შევიმუშავეთ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციასთან არის შეხამებული. ამ მოდელს საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც გავგზავნით. იქაც ბოლომდე გაშიშვლდება ივანიშვილი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს ჰპირდება, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში თუ იქნება, ყველაფერს მხარს დავუჭერო. თუ ამ კაცმა აირჩია საბოლოოდ გზა, რომ აქ თუ ძალაუფლებას დაკარგავს, მერე არსად არ წაესვლებოდეს, მისი არჩევანია. ჩვენ ეს არჩევანი არ გვსურდა, მაგრამ ამ რადიკალურ გზაზე დააყენა ქვეყანა და საზოგადოება პერსონალურად ამ სამარცხვინო კაცმა, ივანიშვილმა და მისი კლოუნების სამარცხვინო გუნდმა. მათ ეს არჩევანი გააკეთეს, იღებენ ახლა დამსახურებულ რეაქციას” – განაცხადა ბოკერიამ.