ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის  უბანზე მეუღლესთან – ეკატერინე ხვედელიძესთან და შვილთან – ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა. 

შეგახსენებთ, დღეს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, მთაწმინდაზე ერთმანეთს “ქართული ოცნებიდან” ლადო კახაძე, “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან” კი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან.