ბიძინა ივანიშვილი საპარტნიორო ფონდში მივიდა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „საპარტნიორო ფონდში” იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი ფოტოები  საპარტნიორო ფონდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დევს.

„ბიძინა ივანიშვილი ფონდის მენეჯმენტს შეხვდა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურის განცხადებით,  ივანიშვილი ფონდში საკუთარი ინიციატივით მივიდა.