ბიძინა ივანიშვილის ქონება 2019 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით 525 მილიონი დოლოარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg Billionaires Index-ი აქვეყნებს. მილიარდერების 500- ეულში ბიძინა ივანიშვილი 371-ე ადგილს იკავებს.
როგორც გრაფიკზეა წარმოდგენილი, 2019 წლის ივნისიდან ივანიშვილის ქონება იზრდებოდა. ივნისის მონაცემებით, კი 5,27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ივლისში 5,37 მილიარდ აშშ დოლარი იყო.
8 ნოემბრის მონაცემით, ბიძინა ივანიშვილის ქონება კიდევ $450 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და ამჟამად 5,45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ბიძინა ივანიშვილმა ამჟამინდელი ქონების წილი 2003-2006 წლებში დააგროვა, როდესაც მან საკუთარი აქტივების წილი გაყიდა. მისი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული.