ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში სანაპირო ზოლი მოთხარა და ზღვა მის რეზიდენციამდე მიიყვანა. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით ბიძინამ უკვე იყიდა მის სახლთან მიმავალი გზა, იუსტიციის სამინისტრომ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად 27 წუთში დაარეგისტრირა და სარეალიზაციოდ მოამზადა.
„შიდა ოკუპანტი ივანიშვილი უკვე საქართველოში ფლობს 40 მილიონ კვმ-ზე მეტ მიწის ნაკვეთს და დამატებით ახლა გადაწყვიტა სახელმწიფოსგან მიიტაცოს გზის ის მონაკვეთი, რომლის საშუალებითაც შეკვეთილში აქციის მონაწილეები ხვდებიან მის რეზიდენციასთან. ანუ გზა რომელიც აქამდე არსებობდა, პირველ აგვისტოს სახელმწიფომ დაირეგისტრირა საკუთარ ქონებაში როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ხაზს ვუსვამ, გზა სადად კონკრეტული ადამიანები გადაადგილდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით წულუკიანმა 27 წუთში დაარეგისტრირა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად და გაამზადა ბიძინა ივანიშვილისთვის მისაყიდად,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
20 ივნისის ღამის შემდეგ გურიაში ივანიშვილების რეზიდენციასთან აქცია “გააღვიძე ოლიგარქი” იმართება. იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ გაქრა და ყოველ ღამე ივანიშვილს მეგაფონების საშუალებით ისევ ესმის ხალხის ხმა, “ქართული ოცნების” ლიდერმა მძიმე ტექნიკის დახმარებით სანაპირო ზოლი მოშალა.მძიმე ტექნიკამ სანაპირო ზოლი მოთხრა, ზღვა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მიიყვანა და ადგილი, სადაც აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ, ახლა წყლით დაიფარა.