“ბიძინა ივანიშვილს გიგა ბოკერია მფარველობს”- ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა “ახალ თაობასთან” ინტერვიუს დროს გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე “ახლა ხომ ნაციონალები აღარ არიან ხელისუფლებაში?” კვიციანი პასუხობს:
“ვინ გითხრათ, რომ არ არიან. პარლამენტს ნაციონალები აკონტროლებენ. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც გიგა ბოკერია მოისურვებს. ის არის პარლამენტში მთავარი. და არა მარტო პარლამენტში. ვიღაცები ამტკიცებენ რომ ბიძინა ივანიშვილი მფარველობს მას(ბოკერიას), სინამდვილეში კი სხვაგვარად არის საქმე. თავად გიგა ბოკერიაა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მფარველი,” აცხადებს კვიციანი.