ბიძინა ივანიშვილსა და ილია მეორეს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილსა და ილია მეორეს შორის დღის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე საპატრიარქო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

„3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს უმასპინძლა.

ბიძინა ივანიშვილი შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისმა უწმინდესობამ თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინა ხვედელიძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.