მოძრაობა“შეცვალეს“ ახალგაზრდა აქტივისტებმა ივანიშვილის სოლოლაკის სასახლესთან აქცია–პერფორმანსი გამართეს. მათ აქციაზე მუყაოსგან დამზადებული ჯიხური მიიტანეს წარწერით “ბიძინას ბუტკა“.
იდეა წლების წინ ივანიშვილის მიერ მოყოლილ ერთ–ერთ ანეგდოტს და ფრაზას – “შედი ქალო ბუტკაში“ – უკავშირდება.
ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ივანიშვილი ხალხს გამუდმებით ატყუებს და მისი წასვლის დროა. “ივანიშვილი აუცილებლად შევა ამ ბუტკაში და საქართველო გააგრძელებს ცხოვრებას ჯანსაღ გარემოში. ეს არის სიმბოლო ბიძინას იუმორის, რომელიც მან შემოგვთავაზა ხელისუფლებაში მოსვლის დროს. მისთვის ქართველი ხალხის სამშობლო არის ბუტკა. ვუცვლით ამ ბუტკას სამშობლოში. გადასცეს ქართველ ხალხს სამშობლო მშვიდობიანად“– ამბობენ აქტივისტები.
ივანიშვილის სოლოლაკის სასახლეს აქციის განმავლობაში პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავდა.