ბილ გეიტსმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $10 მილიონი გადარიცხა

Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეითსმა ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას გეითსების ოჯახის საქველმოქმედო ფონდი ავრცელებს.

5 მილიონი  უშუალოდ ჩინეთში დაავადებასთან ბრძოლას მოხმარდება, მათ შორის ვაქცინის შექმნას.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2744-ს მიაღწია.