ბიჭი, რომელსაც 23 დღე ეძებდნენ, პალიასტომის ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

პალიასტომის ტბაში მაშველებმა ცხედარი იპოვეს. დადასტურებული ინფორმაციით, ტბაში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგა თავბერიძეა, რომელსაც  რომელსაც 23 დღე ეძებდნენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს 4 იანვრიდან ეძებდნენ. ის სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. 

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.