ბიჭმა კორპუსიდან კუ გადააგდო.დაწყებულია გამოძიება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს,რომ პიროვნება  საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან კუს აგდებს.

“გადავაგდებ რა ამის დედაც”-  ამბობს პირი ვიდეოში და  კუს ხელს უშვებს.  ვიდეოს სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ინტერნეტმომხმარებლები ცხოველზე მოძალადის დასჯას მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.