“ბიჭო არ ვარ მე შენი, ბიჭოთი მიმართე შენს თანაგუნდელებს”-დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

ცოტა ხნის წინ, პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს,  ხმაური იყო. “ევროპული საქართველოს” დეპუტატი გიგა ბოკერია და უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოკერიამ განაცხადა,  რომ უმრავლესობის დეპუტატებს შორისაც მოიძებნებიან გონიერი ადამიანები. ბერაიამ ბოკერიას “ბიჭოთი” მიმართა, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია. 

“ბიჭო არ ვარ მე შენი, ბიჭოთი მიმართე შენს თანაგუნდელებს”-მიმართა ბოკერიამ ბერაიას.

ბოკერიამ ასევე განმარტა, რომ მისი შეფასება,  უმრავლესობის დეპუტატების შორისაც მოიძებნებიან გონიერი ადამიანები, მხოლოდ კომპლიმენტი იყო.