ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებული ჩინოვნიკების ცოლები. კვლევის შედეგები

პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველო“ რამდენიმე თვის მანძილზე იკვლევდა ნეპოტიზმის შემთხვევებს მთელი საქართველოს მაშტაბით. კერძოდ, ქალაქების მერების მეუღლეების, მინისტრების და მინისტრის მოადგილეების ცოლების დასაქმების სფეროები და თანამდებობები. ორგანიზაცია კვლევის შედეგად ამბობს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან და ჩინოვნიკების ცოლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმება ერთეული შემთხვევები არ არის.
აღმოჩნდა, რომ მინისტრის მოადგილეების ცოლები საჯარო სამსახურებში მას შემდეგ დასაქმდნენ, რაც მათი ქმრები მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ:
1. კახაბერ საბანაძის -(შს მინისტრის მოადგილე) ცოლი, ანა ვახტანგაშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ მთ.სპეციალისტი
2. ლევან კაკავა- -(შს მინისტრის მოადგილე) ცოლი, ნანა აბშილავა – მთავარი პროკურატურა-მრჩეველი
3. ლევან იზორია – ცოლი, ლანა მანჯგალაძე – სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსი (კორპორაციის აქციათა 100%-ს სს “საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანიის მართვის უფლება მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, რომელიც 2018 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა.)
4. ნუკრი გელაშვილი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი – მარიამ მანველიშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი)
5. ალექსანდრე ხვთისიაშვილი – (საგარეოს მინისტრის მოადგილე) . – ცოლი, ნინო თათანაშვილი – შსს მომსახურების სააგენტო, მთავარი ინსპექტორი
6. გიორგი კაკაურიძე – (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) – ცოლი, ადა ეკიზაშვილი – ცესკო
7. ნიკოლოზ გაგუა – (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) -ცოლი, თბილისის მერია. მთავარი სპეციალისტი
8. მამუკა ცოტნიაშვილი – (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე) – ცოლი, მარეხი მთვარელიძე – ლტოლვილთა სამინისტრო
9. გიორგი ბუთხუზი – (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი, მაკა მაისურაძე – ჯანდაცვის სამინისტრო , სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამმართელოს უფროსი
10. ლევან ხარატიშვილი (განათლების მინისტრის მოადგილე) ცოლი, ირინე ბაღდადიშვილი – კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
11. ზაალ კაპანაძე (თავდაცვის მინისტრის მპადგილე) ცოლი მარინა სუქნიძე – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.სოც.სამსახურის უფროსი.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ამ ადამიანების შესანახად ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ვიხდით 200 ათას ლარზე მეტს. ისინი მიმართავენ თითოეულ უწყებას, სადაც ეს პირები არიან დასაქმებულნი და მოითხოვენ განმარტებას, რის საფუძელზე და რა კრიტერიუმებით მოხდა მათი სამსახურებში აყვანა და გაიარეს თუ არა კონკურსი. ასევე მოითხოვენ გასაჯაროვდეს ტესტირების და გასაუბრების შედეგები.