“ბიუჯეტის მესამედი მიდის გზებზე, ეტყობა რამე?”-სანდრა რულოვსი ზუგდიდში

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები მოინახულა.

რულოვსის თქმით, სავალი ნაწილის საფარი სავალალო მდგომარეობაშია. მოქალაქეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ გაფუჭებული გზები მათ ავტომანქანებს აზიანებს.

სანდრა რულოვსის განცხადებით, მაშინ, როდესაც ბიუჯეტის 1/3 წილი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე იხარჯება, 7 წელი  საკმარისი უნდა ყოფილიყო გზების მოსაწესრიგებლად.

მისი თქმით, საბიუჯეტო თანხები გამოიყენება არა მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად.  სანდრა რულოვსის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში გზების პრობლემა ზუგდიდში ეტაპობრივად მოგვარდება.