{{ARTICLEIMAGE}}
ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში ერთი პირი დააკავა. დადგინდა, რომ ბრალდებული ახალციხეში ბიზნესმენს
მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდა და მისგან 50 000 ლარის გამოძალვას ცდილობდა.
დაკავებული წარსულში ბიზნესმენთან მძღოლად მუშაობდა, ფლობდა ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას და მას ახლობლების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დანაშაული 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.