“ბოდიშს გიხდით, ვისაც გული გატკინეთ ეს თქვა და გადახტა” – თვითმხილველი მეტროს ინციდენტზე

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცმა, რომელიც „სადგურის მოედანზე რელსებში ჩავარდა, თვითმკვლელობა სცადა.

„კაცმა თვითმკვლელობა სცადა, მატარებელი მოდიოდა და ჩაუხტა. ჯოხი და ჩანთა ჰქონდა, მან თქვა, ყველას ბოდიშს გიხდით, ვისაც გული გატკინეთ ეს თქვა და გადახტა, მან თვითმკვლელობა სცადა“,- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი „ტვ-პირველთან“ საუბრისას.

დაშავებული ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.