{{ARTICLEIMAGE}}
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ინაუგურაციის პარალელურად განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ გუშინ მოხდა “მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, პოლიციისთვის უკანონო ბრძანების მიცემა, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ძალადობის ორგანიზება და მერე მათთვის ხელის დაფარება იყო.
“ეს იყო სრული პაკეტი იმის, რასაც ივანიშვილისგან ვხედავთ, უბრალოდ ხარისხობრივად ახალ ფაზაში გადასული და საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რატომ არის საჩქარო ამ ხელისუფლების იძულება, რომ პირველ რიგში, შეცვალოს საარჩევნო სისტემა და შემდეგ ამ ხელისუფლების პოლიტიკური წარსულისთვის ჩაბარება”, განაცხადა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
“მნიშვნელოვანია განსხვავებები ჩვენსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის იმაზე, თუ როდის და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი პოლიტიკური ღირებულებებიც განსხვავდება ბევრ შემთხვევაში, მაგრამ ქვეყნის პრობლემა ეს არ არის, ქვეყნის პრობლემა არის ივანიშვილი და მისი მმართველობა, აღნიშნა ბოკერიამ.
როგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის გამო, ოპოზიციონერებმა სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.