ბოლნისში 70 წლამდე მამაკაცი მეზობლებმა მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ადგილზე არიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.