ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა-ახალი დეტალები მკვლელობის შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დანაშაულის შესახებ ქმარმა სამართალდამცავებს თავად აცნობა.

როგორც  შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ- ქვეპუნქტითაა აღძრული.