იტალიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სტატისტიკა განახლდა. უახლესი ინფორმაციით, იტალიაში COVID 19-ით გარდაცვალებულთა რაოდენობა 368-ით გაიზარდა, ინფიცირებულების კი 3590-ით.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც იტალიაში ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირებულა. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი იტალიაში ყველაზე მზარდად ვრცელდება.
ბოლო 24 საათში ყველა ქვეყანაში ერთად 632 ადამიანი დაიღუპა, 6455 კი დაავადდა.
საქართველოში დღეს საღამოს ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში ინფიცირებული 33 ადამიანია.