ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა
„ამ დროისთვის ინფექციურში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 არის იტალიიდან (ერთი არის იტალიის მოქალაქე, 4 ქართველი). 5 არის ირანიდან, ერთი არის ქართველი, დანარჩენი აზერბაიჯანის მოქალაქეები.ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ამ დროისთვის გვაქვს საკმარისი ადგილი, რათა მოვახდინოთ მოქალაქეების კარანტინში მოთავსება. ვზრუნავთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ საუკეთესო პირობები. მე ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლის კაცია, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.